თავში

იაპონიაში ჯერ არდაბადებულ ბავშვს გულზე ოპერაცია გაუკეთეს

იაპონიაში ჯერ არდაბადებულ ბავშვს გულზე ოპერაცია გაუკეთეს
იაპონიაში ჯერ არდაბადებულ ბავშვს გულზე ოპერაცია გაუკეთეს

იაპონელი ექიმების ჯგუფმა გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადების მქონე ჯერ არდაბადებულ ბავშვს გულზე ოპერაცია საშვილოსნოში გაუკეთა. ამის შესახებ Report.ge საინფორმაციო სააგენტო NHK-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ოპერაცია ნაყოფს დედის საშვილოსნოში ორსულობის 25-ე კვირაში ჩაუტარდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ნაყოფს დაუდგინდა აორტის სარქვლის სტენოზი, რომლის დროსაც აორტის სარქვლის შევიწროება ხელს უშლის გულის ნაწილის ნორმალურ განვითარებას

ქირურგებმა დედის მუცლის ღრუს მეშვეობით  სპეციალური ნემსის ფორმის მილი ნაყოფის გულში შეიყვანეს, შემდეგ კი სარქვლის გახსნის გასაფართოებლად მასში გასაბერი კათეტერი ჩასვეს. ამ პროცედურამ გულში  სისხლის მიმოქცევა გაზარდა.

ექიმების თქმით, ბავშვი ოქტომბერში დაიბადა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

NHK-ის ცნობით, ეს ქვეყანაში ჯერ არდაბადებულ ბავშვზე აორტის სტენოზის ინტრაუტერიული მკურნალობის პირველი შემთხვევაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system