თავში

იაპონიაში შექმნეს სასადილო მაგიდა, რომელსაც კატის სათავსო აქვს - PHOTO

იაპონიაში შექმნეს სასადილო მაგიდა, რომელსაც კატის სათავსო აქვს
იაპონიაში შექმნეს სასადილო მაგიდა, რომელსაც კატის სათავსო აქვს  - PHOTO

იაპონურმა ავეჯის მწარმოებელმა კომპანია Neko-მ შინაური ცხოველების მოყვარულებისათვის სპეციალური დიზაინის სასადილო მაგიდა შექმნა. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს. 

მოდელის სახელწოდებაა Kutsurogu. სასადილო მაგიდის ცენტრში სპეციალური ხვრელია, რომელშიც კატა ეტევა. 

მწარმოებელი ასევე აღნიშნავს, რომ კატებისთვის განკუთვნილი სტენდი შეიძლება პირადი ნივთების შესანახადაც იქნას გამოყენებული.

მაგიდის ღირებულებაა 159,500 იენი. მისი სიგრძეა 130 სანტიმეტრი, ხოლო სიგანე - 85 სანტიმეტრი. ამჟამად იგი ხელმისაწვდომია ორ ფერში: ღია და მუქ ფერებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system