თავში

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა "სიცოცხლის რუკა" შექმნეს

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა "სიცოცხლის რუკა" შექმნეს
იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სიცოცხლის რუკა შექმნეს

რუკები, როგორც წესი, ლანდშაფტების ასახვის მიზნით იქმნება, თუმცა რუკა, რომელიც სამომავლო პროგნოზს ქმნის, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი აღმოჩნდეს.

სწორედ ამ ლოგიკის განვითარებით, მეცნიერებმა შექმნეს რუკა, რომელზეც ასახულია ის ადგილები, სადაც დიდი ალბათობით ფლორისა და ფაუნის ის სახეობები არსებობს, რომლებიც ჯერ ადამიანს არ აღმოუჩენია.

დედამიწაზე კლიმატის ცვლილებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ბიომრავალფეროვნების კრიზისი დაიწყო. ჩვენ საგანგაშო ტემპით ვკარგავთ სხვადასხვა ცნობილ სახეობებს და ალბათ უცნობსაც. ცოდნა კი ძალაა, შესაბამისად, მეცნიერების მიერ შექმნილი რუკა შესაძლოა ცხოველების დოკუმენტირების, კლასიფიკაციისა და მათი გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი რესურსი აღმოჩნდეს.

”კონსერვატიული შეფასებით, ამ ეტაპზე დედამიწაზე აღმოჩენილია ყველა სახეობის მხოლოდ 13-18 პროცენტი. საკონსერვაციო სამუშაოების და ქვეყნების მხრიდან გარკვეული ვალდებულებების აღების გარეშე, აღმოუჩენილი სახეობები და მათი თვისებები შესაძლოა ისე გაქრეს, რომ ჩვენ მათ შესახებ არაფერი ვიცოდეთ” - განმარტავს იელის უნივერსიტეტის მკვლევარი.

მკვლევარები ამბობენ, რომ მათი მოდელი, შესაძლოა, აბსოლუტური სიზუსტით არ გამოირჩეოდეს, თუმცა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით - ამფიბიები და ქვეწარმავლები  არიან ის არსებები, რომელთა სახეობები ყველაზე ნაკლებადაა აღმოჩენილი. ამასთან,  ადგილები სადაც ახალი სახეობების აღმოჩენის მაღალი ალბათობაა არის ბრაზილია, ინდონეზია, მადაგასკარი და კოლუმბია.  ჩამოთვლილი ქვეყნები პოტენციურად წარმოადგენს ყველა მომავალი აღმოჩენის მეოთხედს. ზოგადად, ტროპიკულ ტენიან ფოთლოვან ტყეებში უახლესი აღმოჩენების ალბათობა გაცილებით მაღალია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system