თავში

ინგლისელი კაცი სიყვარულს ბილბორდებიდან უხმობს

ინგლისელი კაცი სიყვარულს ბილბორდებიდან უხმობს
ინგლისელი კაცი სიყვარულს ბილბორდებიდან უხმობს

30 წლის მარკ როფემ, სიყვარულის პოვნის უცნაურ მეთოდს მიმართა და საკუთარი სურათი ბილბორდზე დააბეჭდინა, წარწერით „შეხვდი მარკს“.

ბილბორდი მანჩესტერის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზეა გამოკრული და მის გასაკეთებლად მარკმა 425 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

ახალგაზრდა მამაკაცს იმედი აქვს, რომ ამ მეთოდით  ნამდვილი სიყვარულის პოვნას შეძლებს.

ეს იდეა, ისევე, როგორც ყველა გენიალური იდეა, პაბში ყოფნისას მომივიდა აზრად. ჩემს მეგობრებს ვესაუბრებოდი, თუ როგორი რთულია აპლიკაციების მეშვეობით ვინმეს გაცნობა და ვიხუმრე, რომ ჯობდა საკუთარი სურათი ბილბორდზე განმეთავსებინა. თავიდან ბევრი ვიცინეთ, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ეს მართლაც შესანიშნავი იდეა იყო“, - აღნიშნა მარკ როფემ.

ბილბორდზე მარკის სურათთან ერთად სპეციალური ლინკია განთავსებული, რომლითან მის საიტზე გადადიხართ. საიტის აღწერაში მარკს უწერია, რომ „საოცრად სიმპათიური და მიმიზიდველია“.

ბილბორდზე ასევე განთავსებულია წარწერა "შესაძლოა ეს ნიშანი იყოს".

მარკის აზრით, 425 გირვანქა სტერლინგად ნამდვილი სიყვარულის პოვნა, ნამდვილად სარფიანი საქმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system