
თხილეულის მიქსი - შეგიძლიათ გამზადებული მიქსი შეიძინოთ ან თავად მოათავსოთ სასურველი მიქსი ულუფებად.
გრანოლას ბატონი - აარჩიეთ დაუმუშავებელი პროდუქტისგან დამზადებული ბატონი ხელოვნური დამატკბობლების გარეშე.
ყველის ჩხირები - ნატურალური ყველის ჩხირები კალციუმის, ცილისა და ჯანსაღი ცილების კარგი წყაროა. მასში შემავალი ცინკი და სელენიუმი კი იმუნურ სისტემას აძლიერებს.
ჩირის მიქსი - გამომშრალ ხილში კონცენტრირებულია საკვები ბოჭკოს რაოდენობა, რაც კარგი ანტიოქსიდანტია. შეარჩიეთ ჩირი ხელოვნური დამატკბობლების გარეშე.
ჰუმუსი - მისი ძირითადი ინგრედიენტი მუხუდო მაგნეზიუმის, ფოლიუმის მჟავის, ჯანსაღი ცხიმების, უჯრედისისა და ცილის კარგი წყაროა.
მაწონი და ხაჭო თხილეულით და კენკრით - ჯანსაღ ცხიმებს და ცილას დაატკბობს და გემრიელს გახდის ფერადი კენკრა.
ბანანის და შვრიის ორცხობილა - შვრია არცთუ ისე საყვარელი პროდუქტია მოზარდებისთვის, მაფინი კი ყველას უყვარს. თან ბანანის ხარჯზე სიტკბო ემატება და დამატებით დამატკბობლების გამოყენება არაა საჭირო.
ვაშლის და არაქისის კარაქის სენდვიჩი - ცილით და უჯრედისით მდიდარი პროდუქტების ნაზავის მიღება ხანგრძლივად ტოვებს სისავსის შეგრძნებას.
პოპკორნი - მოზარდებისთვის საყვარელი პოპკორნი დაბალკალორიულ ხემსად ითვლება მისი დიდი მოცულობის გამო. მრავალფეროვნებისთვის, შეგიძლიათ დამზადებისას ცოტაოდენი კარაქი ან/და კარამელი დაუმატოთ.
გვანცა ჭანტურია
ავტორი