თავში

ისრაელელი პენსიონერი ბიტკოინის წყალობით გამდიდრდა

ისრაელელი პენსიონერი ბიტკოინის წყალობით გამდიდრდა
ისრაელელი პენსიონერი ბიტკოინის წყალობით გამდიდრდა

ისრაელში პენსიონერს, რომელიც ბიტკოინის წყალობით მილიონერი გახდა, ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი Ynet წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის ესთერ ფრიმანმა დაახლოებით 8 წლის წინ, ნათესავების რჩევით, ბიტკოინში 10 ათასი შეკელი (დაახლოებით 3 ათასი დოლარი) ჩადო. მას შემდეგ მისი აქტივები თითქმის 1 მილიონ შეკელამდე გაიზარდა (316,4 ათასი დოლარი). მიმდინარე წლის ივნისში ქალმა  თანხების ამოღება გადაწყვიტა, მაგრამ Hapoalim ბანკმა მას თანხის გაცემაზე უარი უთხრა, ვარაუდით, რომ პენსიონერს ამ თანხით ტერორისტების დაფინანსება შეეძლო.

ნოემბერში ისრაელელმა ქალმა იურისტების დახმარებით სარჩელი შეიტანა თელ-ავივის რაიონულ სასამართლოში კრიპტოვალუტის ინვესტიციით მიღებული თანხის მიცემის მოთხოვნით. ბანკი ამტკიცებს, რომ პენსიონერმა ბიტკოინები ნაღდი ფულით იყიდა, ამიტომ სახსრების მოძრაობის გზის განსაზღვრა შეუძლებელია. გარდა ამისა, ვარაუდობდნენ, რომ ბიტკოინები რამდენჯერმე გადაირიცხა სხვადასხვა საფულეებს შორის და ასეთი ტრანზაქციების მიზეზი არ გახმაურებულა. ბანკი ქალისგან ტრანზაქციების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას ითხოვდა.

სარჩელის თანახმად, რამდენიმე ინსტანციამ, მათ შორის უზენაესმა სასამართლომ, დაადგინა, რომ ანგარიშის მფლობელის მიერ ციფრული ვალუტის გამოყენების ფაქტი  საბანკო მომსახურების უარყოფის მიზეზი არ უნდა გამხდარიყო. სასამართლოს მტკიცებით, მოსარჩელე საბანკო ანგარიშებით დაახლოებით 40 წელია სარგებლობს და არასოდეს ჩაუდენია რაიმე სახის დანაშაული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system