თავში

ისრაელში ელექტრო თვითმფრინავი შექმნეს

ისრაელში ელექტრო თვითმფრინავი შექმნეს
ისრაელში ელექტრო თვითმფრინავი შექმნეს

ისრაელში დაფუძნებულმა კომპანია Air-მა ორადგილიანი ელექტრო თვითმფრინავი შეიმუშავა. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა New Atlas წერს.

გამოცემის ცნობით, ელექტრო თვითმფრინავი აღჭურვილია ინტელექტუალური მართვის სისტემით, რაც აადვილებს მუშაობას.

ელექტრო ვერტიკალური ასაფრენი და სადესანტო თვითმფრინავი, შემოკლებით eVTOL, 250 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს. 

მას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში შეუძლია ფრენა და 177 კილომეტრის დაფარვა. 

კომპანია ელექტრო თვითმფრინავების მასობრივ წარმოებას გეგმავს და ამისათვის მოლაპარაკებებს აშშ-სთან აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system