თავში

ქალმა გარდაცვლილი ქმრისგან შვილი გააჩინა

​ქალმა გარდაცვლილი ქმრისგან შვილი გააჩინა
ქალმა გარდაცვლილი ქმრისგან შვილი გააჩინა

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში მამაკაცს, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა, შვილი შეეძინა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ახალშობილის დედა, ჯული უილსონი თავის მომავალ მეუღლეს ტრევისს 2007 წელს შეხვდა. 2012 წელს მათ იქორწინეს. წყვილს ბავშვის გაჩენა ქალის ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ შეეძლო. 2016 წელს უილსონს მუცელი მოეშალა და ამავე პერიოდში მისი მეუღლეს თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

მას შემდეგ, რაც წყვილმა დიაგნოზის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა, ექსტრაკორპორალური განაყოფიერება ეცადა. 2019 წლის თებერვალში მამაკაცი გარდაიცვალა. ჯერ კიდევ სანამ ტრევისი ცოცხალი იყო, ჯულის ემბრიონი ორჯერ ჩაუნერგეს, მაგრამ ორივეჯერ უშედეგოდ.

ქმრის გარდაცვალების მომენტისთვის ქალს ხუთი გაყინული ემბრიონი ჰქონდა. მან გადაწყვიტა, გააგრძელოს დაორსულება, რადგან ის და მისი მეუღლე ბავშვებზე ყოველთვის ოცნებობდნენ. 2019 წლის ოქტომბერში მას ორი ემბრიონი ჩაუნერგეს, თუმცა ორსულობის მე-12 კვირას ტყუპებიდან ერთი გარდაიცვალა.

2020 წლის 9 მაისს ჯულის ჰყავდა ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ლოგანი დაარქვა.

ჯულის თქმით, რომ ახალშობილი მის გარდაცვლილ მამას ძალიან ჰგავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system