თავში

კანადაში მოსახლეობის ასაცრელად რობოტებს გამოიყენებენ - VIDEO

კანადაში მოსახლეობის ასაცრელად რობოტებს გამოიყენებენ
კანადაში მოსახლეობის ასაცრელად რობოტებს გამოიყენებენ - VIDEO

კანადურმა კომპანია Cobionix-მა რობოტი სახელწოდებით Cobi შეიმუშავა, რომელსაც ადამიანების ვაქცინაცია ნემსის გამოყენების გარეშე შეუძლია.

რობოტს ადამიანის ორგანიზმში ვაქცინა მაღალი წნევის სითხის ჭავლით შეჰყავს. ამ ტექნოლოგიის საშუალებით, რობოტი კანში ადამიანის თმის ღერის სისქის ნახვრეტს აკეთებს და ორგანიზმში ინიექცია შეჰყავს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ Cobi  სრულიად ავტონომიური რობოტია. ის იყენებს LiDAR სენსორებს პაციენტის სკანირებისთვის. ამის შემდგომ, ამ ინფორმაციის საფუძველზე, რობოტი პაციენტის სხეულის 3D რუკას ადგენს. ხოლო მისი მეშვეობით ვაქცინაციისთვის საუკეთესო ადგილს არჩევს.

ასევე, Cobi პაციენტებს ინსტრუქციებსაც აძლევს, თუ როგორ უნდა მოემზადონ ვაქცინაციისათვის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ Cobi ჯანდაცვის ბაზარზე დაახლოებით ორ წელიწადში შევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system