თავში

ხელოვნური გულის გაყიდვები მალე დაიწყება

ხელოვნური გულის გაყიდვები მალე დაიწყება
ხელოვნური გულის გაყიდვები მალე დაიწყება

გულის დაავადებები მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს კლავს. განვითარებულ ქვეყნებში ყოველი მეხუთე ადამიანი ერთხელ მაინც განიცდის გულის უკმარისობას სიცოცხლის განმავლობაში. ყველაზე მძიმე შემთხვევებში ერთადერთი გამოსავალი გულის გადანერგვაა, თუმცა ეს პრობლემა უფრო მეტ ადამიანს აწუხებს, ვიდრე დონორი მოიძებნება. პაციენტებმა, შესაძლოა, წლები მოლოდინის რეჟიმში გაატარონ.

გადანერგვის მოლოდინში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, ფრანგულმა კომპანია Carmat-მა შექმნა "ხელოვნური გული" - მოწყობილობა, რომელიც ორგანოს დონორის პოვნამდე ჩაანაცვლებს.

ადამიანის ფორმის მსგავსი გული 4 კილოგრამს იწონის. მისი კვების წყაროა ორი აკუმულატორი, რომლებიც უზრუნველყოფს დაახლოებით ოთხსაათიან მუშაობს. ამის შემდეგ მოწყობილობა დასატენად უნდა შეერთდეს. მოწყობილობის ნაწილები მზადდება ადამიანის სხეულის შესატყვისი მასალებისგან, იმისთვის, რომ შემცირდეს გვერდითი რეაქციები. ქირურგიული ჩადგმის შემდეგ, მოწყობილობა არ საჭიროებს მოვლას. რაც შეეხება მის მუშაობას, ხელოვნური გულის სენსორები ადგეს არტერიულ წნევას და სპეციალური ალგორითმი აკონტროლებს სისხლის ნაკადს რეალურ დროში.

ხელოვნური გულის გაყიდვა გერმანიაში ივნისის ბოლოს დაიწყება.  წლის ბოლოს, კომპანიას 20 ხელოვნური გული ექნება შექმნილი. თითოეული მათგანი საავადმყოფოებში გაიყიდება 160,000 ევროზე მეტად. აღსანიშნავია, რომ გული შესაფერისია მამაკაცთა უმეტესობისთვის, თუმცა ამჟამინდელი დიზაინი ძალიან დიდია ქალების უმრავლესობისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system