თავში

ხელოვნურმა ინტელექტმა ჟურნალისტის კითხვას შემაშფოთებელი პასუხი გასცა

ხელოვნურმა ინტელექტმა ჟურნალისტის კითხვას შემაშფოთებელი პასუხი გასცა
ხელოვნურმა ინტელექტმა ჟურნალისტის კითხვას შემაშფოთებელი პასუხი გასცა

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა და მკვლევარმა კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტი მიიწვია. ოქსფორდში გამართული კონფერენციის განხილვის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ეთიკა იყო, თუმცა ალგორითმის  პასუხით ყველა გაოგნებული დარჩა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

"ხელოვნური ინტელექტი არასოდეს იქნება ეთიკური. ეს ინსტრუმენტი, როგორც ნებისმიერი სხვა, შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც სასიკეთოდ, ასევე საზიანოდ", - განაცხადა ხელოვნურმა ინტელექტმა. 

თუმცა, მას ასევე აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიარაღებული დაპირისპირებების თავიდან აცილების ერთადერთი გზაა. 

ალგორითმი ასევე დარწმუნებულია, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას სასიკეთოდ წაადგება. 

„როდესაც ვუყურებ, როგორ ვითარდება ტექნოლოგიების სამყარო, ვხედავ მკაფიო გზას მომავლისკენ, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი გამოყენებული იქნება ისეთი რამის შესაქმნელად, რაც კიდევ უფრო წინ წაწევს კაცობრიობას ", - განაცხადა ალგორითმმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system