თავში

კლინტ ისტვუდის შვილი გაი რიჩის ახალ ფილმში ითამაშებს

კლინტ ისტვუდის შვილი გაი რიჩის ახალ ფილმში ითამაშებს
კლინტ ისტვუდის შვილი გაი რიჩის ახალ ფილმში ითამაშებს

კლინტ ისტვუდის შვილი სკოტი რეჟისორ გაი რიჩის ახალ ფილმში „Cash Truck“ ითამაშებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Hollywood Reporter ავრცელებს.

ჟურნალის ინფორმაციით, ფილმში პარტნიორობას მას ჯეისონ სტეტჰემი გაუწევს.

ფილმი ფრანგული „ინკასატორის“ (Le convoyeur) რიმეიქი იქნება, რომელიც 2004 წელს ნიკოლ ბუჰრიფმა გადაიღო.

სკოტ ისტვუდი კლინტ ისტვუდის და ბორტგამცილებლის, ჯეისლინ რივზის შვილია. მას საკმაოდ წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს. სკოტი უკვე თამაშობდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა „გრან ტორინო“, „ფორსაჟი 8“, „თვითმკვლელთა რაზმი“. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system