თავში

კორეელები მართვის მოწმობის გამოცდას ვირტუალურ რეალობაში ჩააბარებენ

კორეელები მართვის მოწმობის გამოცდას ვირტუალურ რეალობაში ჩააბარებენ
კორეელები მართვის მოწმობის გამოცდას ვირტუალურ რეალობაში ჩააბარებენ

სამხრეთ კორეის ეროვნული პოლიციის სააგენტო ხანდაზმულ ადამიანებს მართვის მოწმობის გამოცდას ვირტუალურ რეალობაში ჩააბარებინებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Yonhap News წერს.

გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეის მთავრობის მიზანია შეამოწმოს შეუძლიათ თუ არა 65 წელს გადაცილებულ პირებს ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა. 

ამიერიდან მათთვის გამოცდა VR ყურსასმენით ჩატარდება, რომელიც შეაფასებს მათ მართვის უნარს, შემეცნებით შესაძლებლობებს და მეხსიერებას.

სამხრეთ კორეაში ხანდაზმული პირებისთვის მართვის მოწმობაზე სპეციალური რეგულაცია მოქმედებს. 75 წელს გადაცილებულ პირებს მოწმობის განახლება 3 წელიწადში ერთხელ მოეთხოვებათ. 

სტატისტიკის მიხედვით, 65 წელს გადაცილებული ადამიანები თითქმის ორჯერ უფრო მეტად ხვდებიან ავტოსაგზაო შემთხვევებში, ვიდრე ახალგაზრდები. უფროსი ასაკობრივი ჯგუფის მიერ გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,75-ია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ქვეყანაში, 2008 წლიდან 2018 წლამდე  მართვის მოწმობის მქონე მოხუცების რაოდენობა 300%-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system