თავში

კორონავირუსთან ბრძოლაში დრონებიც ჩაერთვნენ - VIDEO

კორონავირუსთან ბრძოლაში დრონებიც ჩაერთვნენ
კორონავირუსთან ბრძოლაში დრონებიც ჩაერთვნენ - VIDEO

ჩინეთის ხელისუფლებამ კარანტინის ზონაში, მოსახლეობის შესამოწმებლად დრონების გამოყენება დაიწყო. დრონები ციდან აკვირდებიან ადამიანებს და შესაბამისი სიმპტომის (ტემპერატურის) გამოვლენის შემთხვევაში, მასზე ინფორმაციას აწვდიან შესაბამის უწყებებს. 

დრონი აღჭურვილია თერმოკამერით, რომლის დახმარებითაც, დისტანციურადაა შესაძლებელი ადამიანის სხეულის ტემპერატურის დადგენა. ჩინეთში, კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაბმულია სხვა ტიპის დრონების ჯგუფიც, რომლებიც აღჭურვილინი არიან აუდიოსისტემით, რითაც დასახლებულ პუნქტებში, შესაბამის გამაფრთხილებელ ინფორმაციას ავრცელებენ. 

ჩინეთის ცაზე მალე სხვა დრონებიც გამოჩნდებიან, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ისინი საჭირო ადგილზე გადმოყრიან დამცავ ნიღბებს, საჭმელს და მედიკამენტებსაც კი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system