თავში

კოსმოსურმა აპარატმა მარსზე ანგელოზის გამოსახულება დააფიქსირა - PHOTO

კოსმოსურმა აპარატმა მარსზე ანგელოზის გამოსახულება დააფიქსირა - PHOTO
კოსმოსურმა აპარატმა მარსზე ანგელოზის გამოსახულება დააფიქსირა - PHOTO

ევროპული კოსმოსური სააგენტოს Mars Express-ის კამერებმა მარსის სამხრეთ პოლუსთან ანგელოზისა და გულის გამოსახულებები დააფიქსირეს.

კოსმოსური სააგენტოს ცნობით, მუქი ფერის შეფერილობა განპირობებულია ქვიშის დიუნების შემადგენლობით, რომლებიც პიროქსენისა და ოლივინისგან შედგება.

მარსის სამხრეთ პოლუსზე ამ დროისათვის ზაფხულია და ყინულის საფარი, რომელიც ზამთრის პერიოდისთვის არის დამახასიათებელი თითქმის სრულად დამდნარია. ანგელოზის ფორმის შექმნაც, სავარაუდოდ, ყინულის გაქრობამ გამოიწყვია.

ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ანგელოზის ხელი, რომელიც, როგორც ჩანს, მარცხნივ მიემართება, შესაძლოა დიდი სუბლიმაციური ორმოა - პლანეტის ზედაპირზე ჩაღრმავება.

ბოლო თვეების განმავლობაში მარსის სამხრეთ პოლუსი ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა აქ სამი ახალი მიწისქვეშა ტბა აღმოაჩინეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system