თავში

კოსმოსზე დაკვირვებას ლაივში შეძლებთ - NASA-მ ახალი აპლიკაცია შექმნა

კოსმოსზე დაკვირვებას ლაივში შეძლებთ - NASA-მ ახალი აპლიკაცია შექმნა
კოსმოსზე დაკვირვებას ლაივში შეძლებთ - NASA-მ ახალი აპლიკაცია შექმნა

NASA-ს მეცნიერთა ჯგუფმა აპლიკაცია, სახელწოდებით Eyes on Asteroids შეიმუშავა. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს (NASA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც სმარტფონებზე, ასევე კომპიუტერებზე. 

აპლიკაცია საშუალებას იძლევა კოსმოსურ ხომალდებს, ასტეროიდებსა და კომეტებს ლაივ რეჟიმში დააკვირდეთ.

Eyes on Asteroids-ის აპლიკაცია დედამიწასთან მოახლოებული ყველა ობიექტის ორბიტის შესახებ ფლობს ინფორმაციას. ამასთან, ეკრანის ბოლოში სლაიდერის გადაადგილებით, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ასტეროიდების ორბიტალურ მოძრაობებს. 

აპლიკაცია  დღეში ორჯერ ახლდება. ამიტომ, როგორც კი კოსმოსში ახალი ობიექტი გამოჩნდება, იგი Eyes on Asteroids-ს უმოკლეს დროში დაემატება.

„Eyes on Asteroids მაქსიმალურად მოსახერხებელი გავხადეთ. აირჩიეთ "ასტეროიდის ყურება", რათა ნახოთ ხუთი ასტეროიდი, რომელიც დედამიწას უახლოვდება. ასტეროიდების დედამიწასთან მიახლოება დიდ ინტერესს იწვევს. აპლიკაციის დახმარებით კი მომხმარებლებს შეეძლებათ დედამიწასთან მათი მიახლოების საფრთხე თავად, ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ“, - აცხადებენ NASA-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system