თავში

ქუთაისში, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება

ქუთაისში, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება
ქუთაისში,  მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება

ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. კონცერტის ორგანიზატორი ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხეა”. კონცერტზე შემოსული თანხა სრულად გადაეცემა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მძიმედ დაავადებულ ბავშვებს, რომელთაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ.

"იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მსოფლიო ვარსკვლავის ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიდან ნატვრის ხე - Desire Tree რამდენიმე დღის წინ ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში ნინო სურგულაძესთან ერთად კონცერტს მსოფლიო ვარსკვლავები გამართავენ", - ნათქვამია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კოცერტი 9 ნოემბერს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system