თავში

მაგნიტური ჩაფხუტის საშუალებით მეცნიერებმა ტვინის სიმსივნის შემცირება შეძლეს

მაგნიტური ჩაფხუტის საშუალებით მეცნიერებმა ტვინის სიმსივნის შემცირებ
მაგნიტური ჩაფხუტის საშუალებით მეცნიერებმა ტვინის სიმსივნის შემცირება შეძლეს

გლიობლასტომა,  კიბოს იშვიათი ფორმაა, მაგრამ სიმსივნე სწრაფად იზრდება მკურნალობას არ ექვემდებარება. თუმცა, მეცნიერებმა ახლახან სავარაუდოდ უკვე მიაგნეს ახალ მეთოდს: არაინვაზიურ ქუდს, რომელიც სიმსივნის შემცირებისთვის რხევით მაგნიტურ ველს იყენებს. ამის შესახებ გამოცემა Sciencealert წერს.

მოწყობილობა ახლახანს გამოსცადეს გლიობლასტომით დაავადებულ 53 წლის პაციენტზე, რომლის სიმსივნე მნიშვნელოვნად, კერძოდ 31%-ით  შემცირდა მოკლე დროში. საერთო ჯამში, მკურნალობა 36 დღეს გრძელდებოდა. მკვლევართა განცხადებით, ამ დროის განმავლობაში გლიობლასტომა 31 პროცენტით შემცირდა, პაციენტს გაუუმჯობესდა საუბრისა და კოგნიტური ფუნქცია.

36 დღის შემდეგ, მკურნალობა იძულებით შეწყდა, რადგან პაციენტი დაეცა და თავი დაიზიანა. სამწუხაროდ, ის ამ ინციდენტიდან მალევე გარდაიცვალა.

„ამ პაციენტთან ერთად ჩვენ შევძელით გლიობლასტომის მსოფლიოში პირველი არაინვაზიური თერაპიის პოტენციური ეფექტურობის შემოწმება“,- ამბობს ნეიროქირურგი დევიდ ს. ბასკინი, ჰისტონის მეთოდისტური საავადმყოფოს ექიმი.

ჩაფხუტი აღჭურვილია სამი ძლიერი მუდმივად მბრუნავი მაგნიტით, რომლებიც წარმოქმნიან მაგნიტურ ველს. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, მეცნიერებმა შეძლეს შეამცირონ გლიობლასტომის მოცულობა და მასა ადამიანის უჯრედებში.

თუკი ჩაფხუტის ეფექტიანობა სხვა ადამიან პაციენტებზედ დადასტურდა, შესაძლოა, კიბოს ამ საშინელი ფორმის მკურნალობის სრულიად ახალი, მშვიდი მკურნალობის საშუალება მივიღოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system