თავში

მამაკაცი, 20 წელი ცხვირში გაჭედილი კბილით ცხოვრობდა

მამაკაცი, 20 წელი ცხვირში გაჭედილი კბილით ცხოვრობდა
მამაკაცი, 20 წელი ცხვირში გაჭედილი კბილით ცხოვრობდა

ჩინეთის ქალაქ ხარბინში მამაკაცს 20 წლის განმავლობაში ცხვირში კბილი ჰქონდა გაჭედილი და ამის შესახებ არც კი იცოდა.

ჩჟან ბინშენმა ექიმებს მას შემდეგ მიმართა, რაც 3 თვის განმავლობაში სურდო ვერ მოირჩინა. სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ის უძილობასაც უჩიოდა.

საავადმყოფოში მამაკაცს რენტგენოსკოპია ჩაუტარეს და აღმოაჩინეს, რომ მას ცხვირში კბილი გაეჭედა.

აღმოჩნდა, რომ პაციენტი 10 წლის ასაკში სავაჭრო ცენტრის მესამე სართულიდან გადმოვარდა, რის შედეგად მან ორი კბილი დაკარგა. აქედან ერთი ცხვირში მოხვდა და იქ გაიჭედა.

ბინშენს ოპერაცია ჩაუტარეს და კბილი ამოუღეს. ამჟამად ის თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system