თავში

მამაკაცმა მეუღლეს თაჯ-მაჰალის ასლი აუშენა

მამაკაცმა მეუღლეს თაჯ-მაჰალის ასლი აუშენა
მამაკაცმა მეუღლეს თაჯ-მაჰალის ასლი აუშენა

52 წლის ინდოელმა ბიზნესმენმა, ანანდ ჩუქსიმ ცოლისთვის მინიატურული თაჯ-მაჰალი ააგო. მამაკაცმა ამ ფორმით მეუღლეს 27 წლის  ქორწილის წლისთავი მიულოცა.

მედიის ცნობით, მსოფლიოში ცნობილი მავზოლეუმის უფრო მცირე ასლის აშენება ბიზნესმენს $260 000 დაუჯდა. თეთრი მარმარილოს სახლს აქვს ოთხი საძინებელი, სამზარეულო, ბიბლიოთეკა, რამდენიმე მინარეთი და მდიდრული ინტერიერი. შენობის აშენებას სამი წელი დასჭირდა.

"მინდა, რომ ეს ადგილი ტურიზმის ცენტრად იქცეს. სახლი ყველასთვის ღიაა", - ამბობს მამაკაცი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system