თავში

მარკ ცუკერბერგი ახალგაზრდებს 5 წიგნს ურჩევს

მარკ ცუკერბერგი ახალგაზრდებს 5 წიგნს ურჩევს
მარკ ცუკერბერგი ახალგაზრდებს 5 წიგნს ურჩევს

2015 წელს Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა პირობა დადო, რომ ყოველ ორ კვირაში თითო წიგნი წაიკითხავდა. ხოლო, წაკითხული წიგნების განხილვა მან A Year of Books-ის პლატფორმაზე გადაწყვიტა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Forbes წერს.

„წიგნები საშუალებას გაძლევთ სრულად შეისწავლოთ თემა და მასში უფრო ღრმად ჩაიძიროთ", - წერს ცუკერბერგი.

სოციალური ქსელის დამფუძნებელმა ახალგაზრდებს წაკითხული ცოდნა გაუზიარა და 5 წიგნი ურჩია.

"რატომ არის ზოგიერთი ქვეყანა მდიდარი, ხოლო ზოგი - ღარიბი" -  დარონ ანჩემოღლუ და ჯეიმს რობინსონი, 2012 წ.

რატომ მარცხდებიან ისეთი დისფუნქციური სახელმწიფოები, როგორიცაა ზიმბაბვე, კონგო და სომალი, მაშინ როცა სხვები ყვავდებიან? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ავტორები 15 წლის განმავლობაში ავითარებდნენ პოლიტიკურ ეკონომიკურ თეორიას.

„ის იკვლევს სხვადასხვა ტიპის სოციალურ ინსტიტუტებსა და სტიმულებს, რომლებსაც ქვეყნები მიმართავენ კეთილდღეობის, ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის აღმოფხვრისკენ“, - წერს მარკ ცუკერბერგი.

"გენომი: სახეობის ავტობიოგრაფია 23 თავში" - მეთ რიდლი, 1999 წ.

მეთ რიდლი გვაწვდის გენეტიკის განვითარების სრულ ისტორიას და ადარებს მას რევოლუციას. მეცნიერების სწრაფი განვითარება და ინფორმაციის გავრცელება, მისი აზრით, მუტანტების შექმნის შესახებ ხმებს აღვივებს,  მაგრამ გენეტიკური დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების აღმოჩენები შეუმჩნეველი რჩება. 

”რიდლი ცდილობს კაცობრიობის ისტორიის მოყოლას გენეტიკის და არა სოციოლოგიის თვალსაზრისით”, - ამბობს მილიარდერი.

"რაციონალური ოპტიმისტი" - მეთ რიდლი, 2010 წ

ის ერთადერთი ავტორია, რომელიც ორჯერ მოხვდა ცუკერბერგის სიაში. წიგნი ეძღვნება აზრს, რომ მიუხედავად არსებული კრიზისებისა და დროებითი წარუმატებლობისა, კაცობრიობას კარგი პერსპექტივები აქვს.

მეთ რიდლი წერს, რომ  ადამიანები ვითარდებიან მხოლოდ მაშინ, როცა ერთად მუშაობენ. ცუკერბერგი ეთანხმება და ამბობს, რომ „პროგრესი არის დიდი ძალა, რომელიც საზოგადოებას წინსვლისკენ უბიძგებს“.

"რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება" - უილიამ ჯეიმსი, 1902 წ

ამ წიგნის ავტორი მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსია. რელიგია აქ განიხილება არა როგორც სოციალური ინსტიტუტი, არამედ როგორც ინდივიდის გრძნობების, ქმედებებისა და გამოცდილების ერთობლიობა.

ცუკერბერგი ამ თემით წიგნით „საპიენსის“ წაკითხვის შემდეგ დაინტერესდა. ამან აიძულა იგი გაეღრმავებინა ლიტერატურა რელიგიისა და ევოლუციური პროცესების შესახებ.

"საუკეთესო ჩვენში" - სტივენ ფინკერი, 2011 წელი

სტივენ ფინკერი თვლის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მშვიდ დროში. ის განმარტავს, თუ რატომ შემცირდა ძალადობა წლების განმავლობაში. Facebook-ის დამფუძნებლის თქმით, ავტორი კარგად ხსნის მიმდინარე პროცესებს და გვთავაზობს იდეებს, თუ როგორ გავაგრძელოთ ეს ტენდენცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system