თავში

მარსის წიაღში წყლის მნიშვნელოვანი მარაგი აღმოაჩინეს

მარსის წიაღში წყლის მნიშვნელოვანი მარაგი აღმოაჩინეს
მარსის წიაღში წყლის მნიშვნელოვანი მარაგი აღმოაჩინეს

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, მარსის დიდ კანიონულ სისტემაში, მარინერ ველში, ყინულის მნიშვნელოვანი რაოდენობა აღმოაჩინეს.  ამის შესახებ Report.ge უცხოურ სამეცნიერო გამოცემაზე დაყრდნობით იუწყება.

მარსის ზედაპირის ქვეშ დამალულ წყალს, FREND-ის მეშვეობით მიაკვლიეს, რომელიც ნიადაგის ზედა მეტრში წყალბადის არსებობას აჩვენებს.

წყლის უმეტესობა მარსზე ყინულის სახით არსებობს და პლანეტის პოლარულ რეგიონებშია. თუმცა, ეკვატორის მახლობლად ზედაპირზე  ყინული ნაპოვნი არ არის, რადგან ტემპერატურა საკმარისად დაბალი არაა საიმისოდ, რომ ის სტაბილურად შენარჩუნდეს.

სხვადასხვა კოსმოსური მისიები, მათ შორის ევროპის კოსმოსური სააგენტო წყალს მარსის ნიადაგის ზედაპირულ ფენებში ეძებდნენ. მილიარდობით წლის წინ, მარსზე ტბები და ოკეანეები იყო, მაგრამ ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, სად გაქრა პლანეტის მთელი წყალი. მიჩნეულია, რომ წყლის უმეტესი ნაწილი კოსმოსში გაიფანტა, თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, წყალი არსად  წასულა და პლანეტის ქერქში არსებულ მინერალებში ჩაიჭედა.

ევროპის კოსმოსურ სააგენტოში განმარტავენ, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მარსის ზედაპირზე წყლის კვლევა უფრო იმედისმომცემი გახდა.

„TGO-ს  საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ჩავიხედოთ მტვრის ფენის ქვეშ ერთი მეტრის სიღრმეზე და ვნახოთ, რა ხდება რეალურად მარსის ზედაპირის ქვეშ და რაც მთავარია, ვიპოვოთ წყლით მდიდარი ოაზისები, რომლებიც წინა ინსტრუმენტებით ვერ იქნა აღმოჩენილი“, - აცხადებს კვლევის წამყვანი სპეციალისტი.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ წყალი მარსის ზედაპირიდან 30 კილომეტრში მდებარე თიხის მინერალებში (სმექტიტი) არის ჩაფლული. ეს თეორია ახალი არ არის, მაგრამ კვლევამ პირველად აჩვენა, თუ რამდენად ღრმაა სმექტიტი მარსის ზედაპირულ ქანებში. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ რკინით მდიდარი სმექტიტი, ამ ნივთიერების ყველაზე ნაკლებად სტაბილური ფორმა, შეიძლება მხოლოდ 30 კილომეტრის სიღრმეზე წარმოიქმნას, რაც ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ადრე ეგონათ.

"FREND-მა მარინერ ველის სისტემაში უჩვეულოდ მაღალი რაოდენობის წყალბადით მდიდარი არეალი აღმოაჩინა. თუ დავუშვებთ, რომ წყალბადი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, დაკავშირებულია წყლის მოლეკულებთან, ამ რეგიონში ზედაპირული მასალის 40% წყალია", - აცხადებს იგი.

მისი თქმით  წყალი შეიძლება არსებობდეს, როგორც ყინულის, ასევე თხევადი სახით, რომელიც ქიმიურად არის დაკავშირებული ნიადაგის სხვა მინერალებთან. 

„ეს აღმოჩენა საოცარი პირველი ნაბიჯია, მაგრამ მეტი დაკვირვებაა საჭირო იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, თუ რა სახის წყალთან გვაქვს საქმე“, - დასძენს კვლევის თანაავტორი ჰაკან შვედჰამი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system