თავში

მარსზე ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს

მარსზე ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს
მარსზე ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს

NASA-ს მეცნიერთა ჯგუფმა მარსზე აქამდე უცნობი ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Nature Astronomy წერს.

გამოცემის ცნობით, დღემდე NASA-მ მარსზე  ცხრა ორბიტერი და ექვსი როვერი გაგზავნა. მათ შორის, Curiosity, რომელმაც წითელი პლანეტის ნიადაგი ღრმად გათხარა ნიმუშების შესაგროვებლად. 

მარსზე ორგანული მოლეკულების არსებობა, შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია, ან მილიონობით წლის წინ მასზე ცოცხალი არსებობები ბინადრობდნენ.

როვერმა ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ნიმუშები იმის დასამტკიცებლად, რომ პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ახალმა ექსპერიმენტმა სიცოცხლის ნიშნები არ აღმოაჩინა, მან აჩვენა, რომ მარსზე და სხვა პლანეტებზე ამ თეორიის შემოწმების სხვა ახალი გზებიც არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system