თავში

გურჯაანში, ქართული ყველი ფესტივალი გაიმართება

გურჯაანში, ქართული ყველი ფესტივალი გაიმართება
გურჯაანში, ქართული ყველი ფესტივალი გაიმართება

გურჯაანში, ახტალის პარკში ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე მოქალაქეებს 26 ოქტომბერს ელოდებიან.

ფესტივალის ფარგლებში ქართველი და უცხოელი შეფმზარეულები თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს და ჩაატარებენ მასტერკლასებს. პარალელურად, 50-მდე სახეობის ქართული ყველის და ყველისგან ნაწარმოები პროდუქტების დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ფესტივალზე დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის, ასევე წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. დასკვნით ნაწილში კი Bocuse d’Or ფინალისტების კულინარიული შოუ გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system