თავში

მასობრივი მკვლელობა იაპონიაში - მამაკაცმა 19 შშმ პირი მოკლა, 25 კი დაჭრა

მასობრივი მკვლელობა იაპონიაში - მამაკაცმა 19 შშმ პირი მოკლა, 25 კი დაჭრა
მასობრივი მკვლელობა იაპონიაში - მამაკაცმა 19 შშმ პირი მოკლა, 25 კი დაჭრა

იაპონელი სატოში იუმაცუ 19 შშმ პირის მკვლელობას აღიარებს. როგორც BBC წერს, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ ის 2016 წელს შშმ პირების თავშესაფარში ფანჯრიდან შეიპარა და 19 პაციენტი მოკლა, 25-ს კი ჭრილობები მიაყენა. სატოში იუმაცუ დანაშაულს აღიარებს თუმცა თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ შშმ პირები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და ისინი ამ მოტივით დახოცა. 

სასამართლო განაჩენს მარტში გამოიტანს. თუ იუმაცუ დამნაშავედ ცნეს, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system