თავში

მესაქონლეობის ფერმაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა

მესაქონლეობის ფერმაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა
მესაქონლეობის ფერმაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა

კოპენჰაგენის სამხრეთით, სოფელ ლანდში მდებარე მესაქონლეობის ფერმაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. დანიელმა მუსიკოსებმა ადგილობრივ ფერმერთან ექსპერიმენტის ფარგლებში ითანამშრომლეს, რომლის მიზანიც იყო დაედგინა, რა გავლენას იქონიებდა კლასიკური მუსიკა საქონელზე. 

მოგენს და ლუსი ჰაუგარდები, რომლებიც სკანდინავიური ჩელოს სკოლის დამფუძნებლები არიან სკოლის ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად უკრავდნენ. 

"კლასიკური მუსიკა რომ ადამიანებს ამშვიდებს, ცნობილი ფაქტია, თუმცა ჩვენ გვაინტერესებდა რა ზეგავლენას მოახდენდა ის ძროხებზე. კონცერტის განმავლობაში ისინი არ დამფრთხალან, არც მოგვშორებიან, პირიქით, ინტერესით გვისმენდნენ, გვიახლოვდებოდნენ გვყნოსავდნენ და თითქოს ჩვენს გაცნობას ცდილობდნენ", - თქვა მოგენს ჰაუგარდმა. 

ჯაკობ შოუ, რომელიც კონცერტის ერთ-ერთი მონაწილე იყო ამბობს, რომ 32 წლის ასაკში, როდესაც მსოფლიო ტურნეს მართავდა, როგორც სოლო ჩელისტი, კონცერტები გამართა ისეთ დარბაზებში როგორიცაა კარნეგი ჰოლი და გუანჯო ოპერა ჰაუსში. მას შემდეგ გახსნა სკოლა და მალე აღმოაჩინა, რომ მის მეზობელ ჰუგარდებს ჰყავდათ ჰერეფორდის ჯიშის ძროხები, რომლებსაც კლასიკური მუსიკა უყვარდათ. შოუმ იაპონიაში მოგზაურობისას აღმოაჩინა ფერმერები, რომლებიც სპეციალურად ასმენინებდნენ საქონელს მუსიკას იმისათვის, მიღებული ხორცის პროდუქტი უფრო ნაზი და ხარისხიანი ყოფილიყო. ფერმაში კლასიკური მუსიკის საღამოები კვირაში ერთხელ მაინც იმართებოდა, მათ შორის ცოცხალი შესრულებითაც. 

ექსპერიმენტის შემდეგ უცნობი დარჩა თუ რამდენად იმოქმედა კლასიკურმა მუსიკამ ცხოველების სმენის გაუმჯობესებაზე, თუმცა ფერმერები ამტკიცებენ, რომ ხორცის ხარისხი უმჯობესდება და მას უფრო ძვირად გაყიდიან, ვიდრე აქამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system