თავში

მეცნიერები გენების რედაქტირებით ახალ ანტიბიოტიკებს ქმნიან

მეცნიერები გენების რედაქტირებით ახალ ანტიბიოტიკებს ქმნიან
მეცნიერები გენების რედაქტირებით ახალ ანტიბიოტიკებს ქმნიან

მეცნიერებმა გენის რედაქტირების გამოყენებით ანტიბიოტიკების შექმნის გზას მიაკვლიეს. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ეს შეცვლის წამლების წარმოების გზას, რომელიც სასწრაფოდ არის საჭირო ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან და მომავალ პანდემიებთან საბრძოლველად.

მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს ბაქტერიების ძირითადი ფერმენტებით მანიპულირების ახალი გზა. Nature Communications-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა აღწერს, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას CRISPR-Cas9 გენის რედაქტირების ტექნიკა ახალი არარიბოსომური პეპტიდური სინთეტაზას (NRPS) ფერმენტების შესაქმნელად.

მიკროორგანიზმებმა ჩვენს გარემოში განავითარეს NRPS, რომელიც აგროვებს ამინომჟავებს პეპტიდურ პროდუქტებად. მათ ძლიერი ანტიბიოტიკური აქტივობა ახასიათებთ. ბევრი თერაპიულად მნიშვნელოვანი ანტიბიოტიკი, რომელიც დღეს გამოიყენება კლინიკაში, მიღებულია ამ NRPS ფერმენტებიდან - მაგალითად, პენიცილინი, ვანკომიცინი და დაპტომიცინი.

პრობლემა ის არის, რომ არარიბოსომული პეპტიდური ანტიბიოტიკები ძალიან რთული სტრუქტურებია. ძვირი და რთულია მათი წარმოება ჩვეულებრივი ქიმიური მეთოდებით. ამ პრობლემის გადასაჭრელად მანჩესტერის უნივერსიტეტის გუნდი იყენებს გენის რედაქტირებას. 

ანტიმიკრობული რეზისტენტული ინფექციები ყოველწლიურად  მთელ მსოფლიოში 700 000 ადამიანის სიკვდილს იწვევს. ახალი ანტიბიოტიკების მწყალობით ამ სიცოცხლეების შენარჩუნება შესაძლებელი გახდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system