თავში

მეცნიერებმა 28 ათასი წლის ლომის ბოკვერის ნეშტი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა 28 ათასი წლის ლომის ბოკვერის ნეშტი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა 28 ათასი წლის ლომის ბოკვერის ნეშტი აღმოაჩინეს

რუსეთში, გამოქვაბულში ლომის ბოკვრის ნეშტი აღმოაჩინეს, რომელიც 28 ათასი წლის ასაკისაა. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით, ასაკის მიუხედავად ბოკვრის ნეშტი შესანიშნავად არის შემონახული და მისი ბეწვიც კი შენარჩუნებულია.

მანამდე, 2017 წელს, იაკუტიას აბიისკის რაიონში მეცნიერებმა ბოკვრის კიდევ ერთ ნეშტს მიაკვლიეს. მკვლევრებმა აღმოჩენილ ნეშტებს სახელებიც კი დაარქვეს, პირველ მათგანს  მეტსახელი ბორისი, მეორეს - სპარტა. 

მეცნიერებმა თავდაპირველად ივარაუდეს, რომ ისინი ერთი და იმავე  ოჯახიდან იყვნენ, რადგან გვამები ძალიან ახლოს აღმოაჩინეს, მდინარე სემუელახის ნაპირებზე. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ბორისი გაცილებით უფროსია ვიდრე სპარტა..

"სპარტა ალბათ ყინულის ხანის ყველაზე კარგად შემონახული ცხოველია. ნაშთები თითქმის ხელუხლებელია. მას ულვაში და ბეწვიც კი აქვს", - ამბობს სტოკჰოლმის პალეოგენეტიკის ცენტრის პროფესორი დალენი.

სპარტას კარგად შემონახული კბილები, კანი, რბილი ქსოვილი და შინაგანი ორგანოები აქვს. მისი ბრჭყალებიც ასევე ხელუხლებელია.

სავარაუდოდ სპარტა მეწყერმა იმსხვერპლა, ვინაიდან მისი ქალა დაზიანებულია, ნეკნები და  ძვლები  კი მოტეხილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system