თავში

მეცნიერებმა აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

მეცნიერებმა აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს
მეცნიერებმა აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

იაპონელ მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა ვაქცინა, რომელმაც მაიმუნებში აივ-ინფექცია სრულად გაანადგურა. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Asahi Shimbun წერს.

ექსპერტები ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას მომდევნო 5 წლის განმავლობაში გეგმავენ.  შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომის სამკურნალო პრეპარატები მსოფლიოში უკვე არსებობს, თუმცა ისინი ინფექციას სრულად ვერ აღმოფხვრიან. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შექმნილი ვაქცინა კაცობრიობისათვის გარდამტეხი აღმოჩნდება და იმუნოდეფიციტის სინდრომის სრულად დამარცხება შესაძლებელი გახდება.

გამოცემის ცნობით, ვაქცინა შეიცავს ბაქტერიას, რომელიც  იმუნურ პასუხს აძლიერებს. პრეპარატი ამ ბაქტერიის გენებისა და  დასუსტებული იმუნოდეფიციტის ვირუსის გენების შერევით შეიქმნა.  

ვაქცინის ცდები 7 ექსპერიმენტულ მაიმუნზე ჩატარდა. მაიმუნები აივ-ინფექციით ხელოვნურად დააინფიცირეს, შემდეგ კი მათ ორგანიზმში ვაქცინა შეიყვანეს. 6 მაიმუნში „ვირუსი უკვალოდ გაქრა“, ერთი კი  გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system