თავში

მეცნიერებმა ახალი ორგანო აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ახალი ორგანო აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ახალი ორგანო აღმოაჩინეს

გამოცემა The Indian Express-ის ცნობით, Radiotherapy and Oncology გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა ახალი ორგანო ონკოლოგიურ პაციენტებისთვის გადაღებული ტომოგრაფიული გამოსახულებების შესწავლისას, სრულიად შემთხვევით შენიშნეს.

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა ადამიანის თავის ქალაში, ცხვირ-ხახის მიმდებარედ სანერწყვე ჯირკვლები აღმოაჩინეს, რომლებიც ყელის ზემოთა ნაწილში მდებარეობს.

ადამიანს სულ სამი მთავარი სანერწყვე ჯირკვალი აქვს - ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა, რომლებიც ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ახლადაღმოჩენილი ჯირკვლების სიგრძე 3,9 სანტიმეტრია. მკვლევრების თქმით, ეს ჯირკვლები, დიდი ალბათობით, ცხვირისა და პირის უკან არსებული ყელის ზემოთა ნაწილის დატენიანებაში მონაწილეობენ.

ეს აღმოჩენა, შესაძლოა, კიბოს მკურნალობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system