თავში

მეცნიერებმა ახალი თაობის, 10-ჯერ იაფი MRI აპარატი შექმნეს

მეცნიერებმა ახალი თაობის, 10-ჯერ იაფი MRI აპარატი შექმნეს
მეცნიერებმა ახალი თაობის, 10-ჯერ იაფი MRI აპარატი შექმნეს

ჰონგ კონგელმა მეცნიერებმა  კომპაქტური MRI აპარატი შექმნეს, რომლის ღირებულება ჩვეულებრივ აპარატთან შედარებით გაცილებით იაფია. ამის შესახებ Report.ge გამოცემა Nature-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

MRI  მძლავრი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტია, თუმცა აღჭურვილობის ზომა და ღირებულება მის გამოყენებადობას ზღუდავს. ჰონგ კონგის უნივერსიტეტის (HKU) მეცნიერებმა შეიმუშავეს უფრო კომპაქტური და ხელმისაწვდომი MRI სისტემა. ის იყენებს გაცილებით დაბალ მაგნიტურ ველს და ამცირებს გამოსხივებას. 

ამასთან, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, იგი პაციენტების ტვინის დაავადების დიაგნოსტიკაში წარმატებული აღმოჩნდა. აპარატი 25 პაციენტზე გამოცადეს. მათგან 13-ს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, 8-ს - იშემიური ინსულტი, 4-ს კი ინტრაცერებრალური სისხლდენა. სურათები არ იყო ისეთი მკაფიო, როგორც ჩვეულებრივი MRI აპარატით სკანირებისას, მაგრამ ძირითადი პათოლოგიები მაინც ჩანდა.

MRI აპარატები  მილიონობით დოლარი ჯდება, ხოლო მისი ყოველთვიური მოვლა და ექსპლუატაცია ათობით ათასი დოლარი. ისინი  უამრავ ენერგიას მოითხოვენ და საჭიროებენ მაგნიტურ და RF ფარს. საერთო ჯამში, ეს  MRI ტექნოლოგიას ძნელად ხელმისაწვდომს ხდის, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

ჰონგ კონგის ინჟინრების ახალი MRI აპარატის მცირე ზომა და მარტივი დიზაინი  აღჭურვილობის ღირებულებას და ენერგიის მოთხოვნებს ამცირებს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აპარატის მუშაობა შესაძლებელია სტანდარტული AC განყოფილებიდან და აპარატის ღირებულება 20000 დოლარზე ნაკლებია. პორტატიული MRI აპარატი მოიცავს დაახლოებით 2 მ² ფართობს და იწონის მხოლოდ 750 კგ-ს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system