თავში

მეცნიერებმა ალკოჰოლიზმის მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს

მეცნიერებმა ალკოჰოლიზმის მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს
მეცნიერებმა ალკოჰოლიზმის მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს

ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს. ფართოდ გამოყენებული საანესთეზიო კეტამინი, შესაძლოა, ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ გამოიყენონ. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ American Journal of Psychiatry წერს.

Exeter-ის უნივერსიტეტისა და ბიოტექნოლოგიური კომპანიის Awakn Life Sciences-ის კვლევის მიხედვით, კეტამინის კონტროლირებად დაბალ დოზებს, თერაპიასთან ერთად, ალკოჰოლიზმისგან განკურნების უნარი აქვს.

„უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ალკოჰოლიზმის მკურნალობის ახალი მეთოდისთვის არ მიგვიგნია. დღეს კი აღმოვაჩინეთ, რომ კეტამინის კონტროლირებად დაბალ დოზებს, თერაპიასთან ერთად, შეუძლია ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს იმედი მისცეს და მათი სიცოცხლე გადაარჩინოს“, - აცხადებს მკვლევარი სელია მორგანი.

მკვლევარებმა ალკოჰოლზე დამოკიდებულთა ჯგუფი ორ ნაწილად დაჰყვეს: ერთმა მიიღო კეტამინის სამი ინფუზია, ხოლო მეორემ - პლაცებო.

ექვსი თვის განმავლობაში, ადამიანებს, რომლებიც კეტამინს იღებდნენ, ალკოჰოლისგან თავის შეკავება უფრო დიდხანს შეეძლოთ, ვიდრე მათ, ვინც პლაცებოს იღებდა. ექვსი თვის შემდეგ, რეციდივის რისკი 2,7-ჯერ ნაკლები იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system