თავში

მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნეს

მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნეს
მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნეს

ავსტრალიელმა მკვლევარმა შეინ სატერლიმ განაცხადა, რომ 1945 წელს ბერმუდის სამკუთხედში ხუთი თვითმფრინავის გაუჩინარება პარანორმალურ მოვლენებთან კავშირში არ არის.

სატერლის აზრით, ტრაგედია ეკიპაჟის შეცდომებმა გამოიწვია. კერძოდ, პილოტმა ლეიტენანტმა ჩარლზ ტეილორმა, სიბნელისა და ამინდის ცვლილების შემდეგ,  გზის გაკვლევა არა სპეციალური ხელსაწყოებით, არამედ დამოუკიდებლად, ადგილზე ორიენტირების საშუალებით განაგრძო.

მეცნიერმა ასევე აღნიშნა, რომ ეკიპაჟის წევრების უმეტესობას სტაჟიორები წარმოადგენდნენ. სატერლის აზრით, ამერიკელმა სამხედროებმა ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოების ეს ვერსია უკვე აღიარეს, თუმცა ჩარლზ ტეილორის დედა აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება და ტრაგედიაში საკუთარი შვილის უდანაშაულობას ამტკიცებს.

1945 წლის დეკემბერში აშშ-ის საზღვაო ფლოტის ხუთი ტორპედო ბომბდამშენი, ლეიტენანტის ჩარლზ ტეილორის მეთაურობით, რომელიც სასწავლო მისიით გაემგზავრა, ბერმუდის სამკუთხედში გაუჩინარდა.

ბერმუდის "ეშმაკის" სამკუთხედი მდებარეობს აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, წააგავს სამკუთხედს. მისი გვერდები გადაჭიმულია იმ წერტილიდან, რომელიც მდებარეობს ბერმუდის კუნძულების რაიონში, ფლორიდის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთით, შემდეგ ბაჰამის კუნძულების გასწვრივ, პუერტო-რიკოს კუნძულთან, სადაც კვლავ უხვევს თითქმის ჩრდილოეთისაკენ და უბრუნდება ბერმუდებს დაახლოებით დასავლეთი გრძედის 65°-სთან. ბერმუდის სამკუთხედი წარმოადგენს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ და საიდუმლოებით მოცულ რაიონს.

დღემდე ბერმუდის სამკუთხედში 8127 ადამიანია დაკარგული და ასობით გემია ჩაძირული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system