თავში

მეცნიერებმა დეპრესიის დასაძლევად მარტივ ხერხს მიაგნეს 

მეცნიერებმა დეპრესიის დასაძლევად მარტივ ხერხს მიაგნეს 
მეცნიერებმა დეპრესიის დასაძლევად მარტივ ხერხს მიაგნეს 

ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იოგა და სუნთქვითი ვარჯიშები მოკლე დროში დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების შემსუბუქებას ხელს უწყობს. კვლების პრესრელიზი MedicalXpress-ზე გამოქვეყნდა.

სამი თვის განმავლობაში მკვლევარები 30 ადამიანს აკვირდებოდნენ, რომელთაც კლინიკური დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს. ყველა პაციენტი იოგით იყო გატაცებული.

დაახლოებით ერთ თვეში პაციენტებს ძილის პრობლემა მოეხსნათ და ისინი უფრო დამშვიდდნენ. ფიზიკური გადაღლილობისა და შფოთვის სიმპტომებიც ნაკლებად გამოხატული ხდებოდა.

"მეცნიერულად დასაბუთებული მონაცემების წყალობით, იოგით უფრო მეტი ადამიანი დაკავდება, რომელთაც ჯანმრთელობის და განწყობის გაუმჯობესება სურთ", - აცხადებენ კვლების ავტორები.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იოგა დიდი დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდაც იქნება გამოყენებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system