თავში

მეცნიერებმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ნახშირბადის იზოტოპი პირველად აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ნახშირბადის იზოტოპი პირველა
მეცნიერებმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ნახშირბადის იზოტოპი პირველად აღმოაჩინეს

მეცნიერებმა, ისტორიაში პირველად, ეგზოპლანეტა TYC 8998-760-1b-ის ატმოსფეროში ნახშირბადის იზოტოპი აღმოაჩინეს.

”ჩვენი აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ნახშირბადის იზოტოპის დაფიქსირება ამხელა მანძილის დაშორებით შევძელით”, - აცხადებს ასტრონომი იაპენგ ჯანგი, ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტიდან

მრავალი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში იზოტოპების აღმოჩენა ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა, ტელესკოპების გაუმჯობესების შემდეგ, ასტრონომებს ეგზოპლანეტის ფორმირების შესახებ მეტი მონაცემების მიღება შეეძლებათ.

ეგზოპლანეტა ჩვენი პლანეტისგან 300 სინათლის წლით არის დაშორებული და საკუთარი ვარსკვლავისგან 150 ჯერ უფრო შორს არის, ვიდრე დედამიწა მზისგან. მისი მასა უზარმაზარია და ზომით იუპიტერს ორჯერ აღემატება.

ეგზოპლანეტა TYC 8998-760-1b 2019 წელს აღმოაჩინეს. იგი მშობელი ვარსკვლავისგან შორს, მისი სისტემის უფრო ცივ ადგილებში წარმოიშვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system