თავში

მეცნიერებმა გამრავლების უნარის მქონე რობოტები შექმნეს

მეცნიერებმა გამრავლების უნარის მქონე რობოტები შექმნეს
მეცნიერებმა გამრავლების უნარის მქონე რობოტები შექმნეს

ხელოვნური ინტელექტი ჰომო საპიენსს თანდათანობით უფრო და უფრო ემსგავსება. მათ უკვე  ნებისმიერი სახეობის გადარჩენისთვის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი - გამრავლების უნარი აქვთ. 

მეცნიერთა საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა ბიოლოგიური გამრავლების ახალი ფორმა შექმნა, რომლებსაც ქსენობოტები ეწოდებათ. შესაბამისი კვლევა harvard-ის გამოცემაში გამოქვეყნდა

ვერმონტის უნივერსიტეტის (UVM), ტაფტსის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბაყაყის Xenopus laevis-ის ღეროვანი უჯრედებისგან "ცოცხალი რობოტები" შეიმუშავეს.  ქსენობოტები შეიქმნა სუპერკომპიუტერის დახმარებით, რომელიც იყენებდა ევოლუციურ ალგორითმს მიკროსკოპული გეგმების შესაქმნელად. 

ახალი ნამუშევრის ავტორებმა გამოიყენეს ღეროვანი უჯრედები - ეს არის არასპეციალიზებული უჯრედები, რომლებსაც აქვთ სხეულის ნებისმიერ მატერიად გადაქცევის უნარი. 

მილიმეტრის სიგანის ქსენობოტები გამრავლებისთვის კინეტიკურ რეპლიკაციას იყენებენ. ეს პროცესი, ჩვეულებრივ, მოლეკულურ დონეზე ხდება.  მეცნიერები აღნიშნავენ, რომ არცერთი ცხოველი ან მცენარე  ამ გზით არ მრავლდება. ამიტომ, მათი აზრით, ქსენობოტები იდეალური საშუალებაა თვითგანმეორებადი სისტემების შესასწავლად. 

რობოტების რეპროდუქცია, შესაძლოა, საზოგადოებისათვის შემაშფოთებელი იყოს, მაგრამ მკვლევარები აცხადებენ, რომ ქსენობოტები კონტროლირებად გარემოში იმყოფებიან.

ავტორები თვლიან, რომ მათი ნამუშევარი ხელს შეუწყობს ოკეანეში მიკროპლასტიკების შეგროვების ალგორითმის შექმნას და დააჩქარებს ახალი ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system