თავში

მეცნიერებმა ინოვაციური მინა შექმნეს

მეცნიერებმა ინოვაციური მინა შექმნეს
მეცნიერებმა ინოვაციური მინა შექმნეს

სინგაპურელმა და ისრაელელმა მკვლევრებმა ინოვაციური მინა შექმნეს, რომელიც დაბურვის გარეშე მზის სხივებს ბლოკავს და სითბოს არ ატარებს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა New Atlas  წერს.

ახალი ტექნოლოგია იმით არის გამორჩეული, რომ აქამდე არსებული მინები მზის სხივების შესაკავებლად ჩამუქებულია.  გარდა ამისა, თანამედროვე მინები ინფრაწითელ სპექტრსაც ბლოკავს. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მინა შემომავალი ინფრაწითელი გამოსხივების 70%-ს, ხოლო მზის ხილული შუქის 90%-ს შეაკავებს.

ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ ახალი მასალა გაცილებით დიდხანს ძლებს და უფრო მყარია.

მასალა შედგება ტიტანის დიოქსიდის, ვოლფრამის ტრიოქსიდის, ნეოდიმის და ნიობიუმის შენადნობების და კალის ოქსიდის ნარევისგან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system