თავში

მეცნიერებმა ქაღალდისგან ბიოდეგრადირებადი ელემენტი შექმნეს

მეცნიერებმა ქაღალდისგან ბიოდეგრადირებადი ელემენტი შექმნეს
მეცნიერებმა ქაღალდისგან ბიოდეგრადირებადი ელემენტი შექმნეს

სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა თხელი, ბიოდეგრადირებადი ქაღალდის ბატარეები შეიმუშავეს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Advanced Science წერს.

ახალი ბატარეების შესაქმნელად მკვლევარებმა ცელულოზის ქაღალდის ფურცელი გამოიყენეს და იგი   სპეციალური პოლიაკრილამიდის ჰიდროგელით გაამაგრეს, რომელიც ბოჭკოებს შორის არსებულ ხარვეზებს ავსებს. ამ ბაზაზე (ორივე მხრიდან), მათ ტრაფარეტული ბეჭდვის გამოყენებით: ელექტროდები დაამაგრეს: ანოდი (-) დამზადებული თუთიის და ნახშირბადისგან და კათოდი (+) დამზადებული მანგანუმის და ნიკელისგან. ამის შემდეგ, სტრუქტურა ჩაეფლო ელექტროლიტის ხსნარში, ხოლო ელექტროდები  ოქროს თხელი ფენით დაიფარა, რამაც  გამტარობა გაზარდა.

ბატარეის ზომა 4-სმ-ია, ხოლო სისქე  0,4 მმ. ელემენტი მუშაობს მაშინაც კი, თუ იგი მოხრილი, დაგრეხილი ან დაჭრილია.

მეცნიერები თვლიან, რომ მათი დაბეჭდილი ბატარეები შეიძლება ინტეგრირებული იყოს მოქნილ ელექტრონიკაში.

ამასთან, რაც ყველაზე ყურადსაღებია, მიწაში ჩამარხვისას დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იგი ბუნებრივად იშლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system