თავში

მეცნიერებმა მეგალოდონის კვალს მიაგნეს

მეცნიერებმა მეგალოდონის კვალს მიაგნეს
მეცნიერებმა მეგალოდონის კვალს მიაგნეს

მეცნიერებმა უძველესი ვეშაპის ძვლებზე უზარმაზარი ზვიგენის ნაკბენის კვალს მიაგნეს. პალეონტოლოგები ვარაუდობენ, რომ იგი მეგალოდონს ეკუთვნის. შესაბამისი კვლევა პალეონტოლოგიურ გამოცემაში გამოქვეყნდა.

ვეშაპის კიდურების ძვლების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მეგალოდონი მას თავს 15 მილიონი წლის წინ, ახლანდელი მერილენდის ტერიტორიაზე (აშშ) დაესხა. 

მეგალოდონი ზვიგენის გადაშენებული სახეობაა. იგი ყველა დროის უდიდეს ზვიგენად და, მსოფლიოს ისტორიაში, უდიდეს თევზად ითვლება.

სიტყვა „მეგალოდონი“ ბერძნული ენიდან მოდის და „გიგანტურ კბილს“ ნიშნავს.

მეცნიერთა ვარაუდით, მეგალოდონი სიგრძეში 16 მეტრს აღწევდა (დიდ თეთრ ზვიგენს 3-ჯერ აღემატებოდა), თავი დაახლ. 4,65 მეტრი იყო, ზურგის ფარფლი ზრდასრული ადამიანის სიმაღლეს უტოლდებოდა, ხოლო კუდი 3,85 მეტრს შეადგენდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system