თავში

მეცნიერებმა შექმნეს პარკები, რომელიც წყალში იშლება

მეცნიერებმა შექმნეს პარკები, რომელიც წყალში ი
მეცნიერებმა შექმნეს პარკები, რომელიც წყალში იშლება

ჰონგ-კონგში დაფუძნებული სტარტაპი INVISIBLEBAG ბიოდეგრადირებადი ერთჯერადი პარკების შექმნაზე მუშაობს.  ამის შესახებ გამოცემა foodnavigator-Asia  წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ უკვე შექმნა ეკოლოგიური შეფუთვა, რომელიც ინდუსტრიულად  მშრალი პროდუქტების შესაფუთად გამოიყენება, ახლა კი ცდილობს მაღაზიებში ერთჯერადი პარკები  საკუთარი პროდუქტით ჩაანაცვლოს.

კომპანია ამტკიცებს, რომ მის მიერ წარმოებული პარკები ცივ, თბილ და ცხელ წყალში იშლებიან. 

"რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად წარიმართება პროცესი“, - განმარტავენ კომპანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system