თავში

მეცნიერებმა ტესტი შეიმუშავეს, რომელსაც დეპრესიის პროგნოზირება შეუძლია

მეცნიერებმა ტესტი შეიმუშავეს, რომელსაც დეპრესიის პროგნოზირება შეუძლია
მეცნიერებმა ტესტი შეიმუშავეს, რომელსაც დეპრესიის პროგნოზირება შეუძლია

ინდიანას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის  მკვლევრებმა სისხლის ანალიზის ტესტი შეიმუშავეს, რომლის საშუალებითაც დეპრესიის სტადიის განსაზღვრა და  ბიპოლარული აშლილობის რისკის განსაზღვრაა შესაძლებელი. შესაბამისი კვლევა სამედიცინო ჟურნალ Molecular Psychiatry-ში გამოქვეყნდა. 

კვლევის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ნიკულესკუმ განაცხადა, რომ კვლევა ოთხ წელს გაგრძელდა და მასში 300 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. 

მოხალისეებს აკვირდებოდნენ, როდესაც ისინი კარგ და ცუდ ხასიათზე იყვნენ. მეცნიერებმა მათ სისხლში განწყობის მიხედვით ცვლილებები დააფიქსირეს.

მკვლევრებმა ასევე გააცნობიერეს, რომ განწყობის დარღვევები ურთიერთდაკავშირებულია ცირკადულ რითმთან, რომლებიც ნ სეზონურ, ღამის, დღის და ძილ-ღვიძილის ციკლებს არეგულირებენ. 

კვლევის შედეგების მიხედვით, ექსპერტებმა შეიმუშავეს ტესტი, რომელიც განსაზღვრავს დეპრესიის სტადიას და დაავადების მძიმე ფორმისა და ბიპოლარული აშლილობის რისკს. 

მეცნიერები აღნიშნული კვლევების საფუძველზე, სამომავლოდ, ტესტების მეშვეობით შესაბამისი სამკურნალო მედიკამენტების განსაზღვრასაც გეგმავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system