თავში

მითი და სინამდვილე ჯანსაღ კვებაზე

მითი და სინამდვილე ჯანსაღ კვებაზე
მითი და სინამდვილე ჯანსაღ კვებაზე

ნახშირწყლები ცუდია - ნახშირწყლების შემცირება - ნიშნავს მარცვლეულის აკრძალვას

ნახშირწყლებს შეიცავს პური, შვრია, ხორბალი, კენკრა, ისპანახი, მარცვლეული და ბარდეული. სია საკმაოდ ვრცელია. ისინი ასევე დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავენ და ჯანსაღი კვების რაციონის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

საუზმე დღის რაციონის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია

ტექნიკურად პირველი კვება რასაც ვიღებთ უზმოზე არის საუზმე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია მისი მიღება დილის საათებში. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს გრაფიკზე. ერთი ადამიანისთვის საუზმის დრო, შეიძლება მეორის ლანჩს ემთხვეოდეს.

წახემსება მავნებელია

ხემსმა შეიძლება იმუშაოს როგორც ჩვენს საწინააღმდეგოდ, ასევე სასარგებლოდ. საუკეთესო წასახემსებლებს შორისაა ვაშლი, თხილეული, ბანანი, სტაფილო, ჰუმუსი.

ყოველთვის მიირთვით ახალი ხილი ან ბოსტნეული

ამაზე ჩვენც დავწერეთ, რომ ახლად მოკრეფილი და გაყინული ხილი ან/და ბოსტნეული ხშირად უფრო სასარგებლოა, ვიდრე გადამწიფებული და უმაცივროდ შენახული.

ყოველთვის მიირთვით ადგილობრივი საკვები

ვიცით, რომ ადგილობრივი და სეზონური ხილ-ბოსტნეული სასარგებლოა თვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს სრულად უარი ვთქვათ იმპორტირებულ პროდუქტზე. ყურადღება მიაქციეთ შენახვის და მოხმარების პირობებს.

აუცილებელია დეტოქსი და გადატვირთვა

ჩვენი ორგანიზმი და ყველა ორგანო რისგანაც იგი შედგება - ფილტვები, კანი, თირკმელები, ღვიძლი, თავად აკეთებს დეტოქსს - ანუ იწმინდება შლაკებისა და ტოქსინებისგან. რა თქმა უნდა ამას ხელს სწორი და დაბალანსებული რაციონი და დღის რეჟიმი საგრძნობლასდ უწყობს ხელს.

მოერიდეთ გლუტენს

გლუტენი არის პროტეინი რომელიც არის ხორბლის, ჭვავის, ქერის შემადგენლობაში. ადამიანების 90 % -ის ორგანიზმი გლუტენ ტოლერანტულია. გამიტომ გლუტენს მხოლოდ ისინი უნდა მოერიდონ, ვისაც სამედიცინო ჩვენება აქვს.

საკვების დაბალცხიმიანი ვერსია უკეთესია ჯანმრთელობისთვის

რაციონიდან ცხიმის ამოღებით, თქვენ იღებთ ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს, რაც ორგანიზმს ეხმარება სისავსის შეგრძნების მიღწევაში. ეს დაბალცხიმიანი ალტერნატივები, ხშირად საკმარისზე მეტ სოდიუმს და შაქარს შეიცავს და ხშირად მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე სარგებლის.

მწვანე წვენები სასარგებლოა

ხილის წვენის გაწურვისას, ვკარგავთ მნიშვნელოვან რბილობს, რაც სავსეა უჯრედისით. უმჯობესია მიიღოთ ხილი ან ხილის სმუზი სადაც რბილობი შენარჩნებულია. რათა არ მივიღოთ მხოლოდ ხილში არსებული შაქარი და სისხლში შაქრის შემცველობა არ გავზარდოთ.

ტკბილი კარტოფილი უფრო ჯანსაღია ვიდრე თეთრი კარტოფილი

ამ ორ პროდუქტს შორის არის სხვაობა. ტკბილი კარტოფილი მომეტებულად შეიცავს -A ვიტამინს და უჯრედისს, ვიდრე თეთრი კარტოფილი, სამაგიეროდ ამ უკანასკნელში მეტია პოტასიუმი, რაც ხელს უწყობს სისხლში წნევის რეგულირებას. უპრიანია შეანაცვლოთ. კარტოფილი დემონიზებულია რატომღაც. არადა ასუქებს არა კარტოფილი, არამედ ბევრი და შემწვარი კარტოფილი.

ხორცი აუცილებელია დაბალანსებული კვებისთვის

მსოფლიოში აღიარებული კვების ყველაზე ჯანმრთელი რაციონები და მათ შორის ხმელთაშუაზღვისპირეთის, შეიცავს საკმაოდ მცირე რაოდენობის ხორცს. პროტეინის მიღება სხვა წყაროებიდანაც შესაძლებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system