თავში

მომავალ 10 წელში 6 ქალაქი წყლით დაიფარება

მომავალ 10 წელში 6 ქალაქი წყლით დაიფარება
მომავალ 10 წელში 6 ქალაქი წყლით დაიფარება

კლიმატის ცვლილების გამო, 2030 წლისთვის ექვსი ქალაქი, შესაძლოა, მთლიანად ან ნაწილობრივ წყალქვეშ აღმოჩნდეს. ამის შესახებ გამოცემა The India Times წერს.

გამოცემის ცნობით, ასეთი ქალაქებია: ამსტერდამი, ბასრა, ნიუ-ორლეანი, ვენეცია, ხოშიმინი და კოლკატა. 

გარემოს დამცველები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, გაუარესებულ კლიმატურ პირობებს ყურადღება მიაქციონ და სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომები მიიღონ.

კლიმატის ცვლილების ორგანიზაციის Climate Central-ის შეფასებით, ნიდერლანდების დედაქალაქი, ამსტერდამი, შესაძლოა პირველი აღმოჩნდეს რომელიც წყლით დაიფარება. ასეთი საფრთხე არსებობს ზღვის დონის აწევის გამო.

ერაყში მდინარე  ქალაქი ბასრა მეორე ადგილზეა, ვინაიდან იგი დაჭაობებულ ზონაში მდებარეობს და შესაძლოა 2020-იანი წლების ბოლომდე დაიტბოროს.

მესამე ადგილზეა ნიუ-ორლეანი (ლუიზიანა, აშშ). მართალია ქალაქში არსებობს კაშხლების სისტემა, თუმცა მის გადასარჩენად  ახალი ტექნოლოგიების გამომუშავებაა საჭირო.

სიაში შემდეგი ვენეციაა. ექსპერტების თქმით, ქალაქი ყოველწლიურად 2 მმ-ით „იძირება“. ვიეტნამის სამხრეთით მდებარე ხოშიმინი შესაძლოა ნაწილობრივ ჩაიძიროს იმის გამო, რომ ის მდინარე მეკონგთან მდებარეობს.

სიაში ბოლო ადგილს ქალაქი კოლკატა, დასავლეთ ბენგალის შტატის დედაქალაქი იკავებს. გამოცემის ცნობით, ქალაქის უმეტესი ნაწილი 2030 წლისთვის დატბორვის საფრთხის წინაშეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system