თავში

მყინვარები 6-7-ჯერ სწრაფად დნება

მყინვარები 6-7-ჯერ სწრაფად დნება
მყინვარები 6-7-ჯერ  სწრაფად დნება

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს, NASA-ს მკვლევრებმა "გრენლანდიის ოკეანეების დნობის" ექვსწლიანი კვლევა დაასრულეს.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს რამდენად მოიმატებს ზღვის დონე მომდევნო 5-50 წელიწადში.

კვლევის თანახმად, გრენლანდიის მყინვარები ზღვის დონეს უფრო მეტად ზრდის, ვიდრე სხვა წყაროები. მყინვარები დღეს 6-7-ჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე 25 წლის წინ.

გრენლანდიის ყინულის საფარის 600 მილიარდი ტონის დნობამ ზღვის დონის წლიურად 1,5 მმ მატება განაპირობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system