თავში

ნახეთ, როგორ გამოიყურება მსოფლიოს უდიდესი აკვარიუმი - PHOTO

ნახეთ, როგორ გამოიყურება მსოფლიოს უდიდესი აკვარიუმი
ნახეთ, როგორ გამოიყურება მსოფლიოს უდიდესი აკვარიუმი - PHOTO

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიოში უდიდესი აკვარიუმი იქმნება. მისი მშენებლობა მალე დასრულდება და მომავალ წელს უკვე ვიზიტორების მიღებასაც შეძლებს. 

SeaWorld Abu Dhabi ათიათასობით საზღვაო სახეობის სახლი გახდება. იგი კუნძულ იასზე მდებარეობს და მისი ფართობი 183,000 კვ. მეტრს შეადგენს.

გასართობი პარკი მოიცავს ინტერაქტიულ ექსპონატებს,  რომელიც დეტალურად აღწერს ჩრდილოეთ პოლუსიდან სამხრეთ პოლუსამდე მოგზაურობას.

25 მილიონი ლიტრი წყლით სავსე აკვარიუმში 68000 ზღვის ცხოველის სახლი იქნება, მათ შორის ზვიგენების, თევზების,  ზღვის კუებისა და ა.შ. 

პარკთან ახლოს იქნება SeaWorld Research and Rescue Center, რომელიც საამიროების  საზღვაო კვლევის პირველი სპეციალიზებული ცენტრი გახდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system