თავში

NASA კოსმოსში ყველაზე მძლავრ თანამგზავრს, Landsat 9-ს გაგზავნის

NASA კოსმოსში ყველაზე მძლავრ თანამგზავრს, Landsat 9-ს გაგზავნის
NASA კოსმოსში ყველაზე მძლავრ თანამგზავრს, Landsat 9-ს გაგზავნის

NASA დღეს კოსმოსში ისტორიაში ყველაზე მძლავრ საკუთარ თანამგზავრს, Landsat 9-ს გაგზავნის, რომელიც დედამიწის უწყვეტ სურათებს გადაიღებს.

Landsat 9 იქნება მეცხრე და ყველაზე მოწინავე თანამგზავრი დედამიწის შესასწავლად Landsat პროგრამის ფარგლებში.

იგი აღჭურვილია მაღალი რეზოლუციის კამერით და მგრძნობიარე ინფრაწითელი სენსორით, რომელსაც ერთად შეუძლია აჩვენოს დედამიწა 11 სპექტრულ ზოლში და უზრუნველყოს სურათები 15 მეტრამდე გარჩევადობით. Landsat 9 დედამიწის გარშემო ბრუნავს პლანეტის პოლუსებიდან დაახლოებით 700 კილომეტრის სიმაღლეზე. მოწყობილობას შეუძლია დაფაროს მთელი პლანეტა მხოლოდ რვა დღეში. 

სატელიტის გაშვება ვანდენბერგის სამხედრო ბაზიდან, კალიფორნიიდან მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system