თავში

NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპის გაშვება ისევ გადადო

NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპის გაშვება ისევ გადადო
NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპის გაშვება ისევ გადადო

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) ჯეიმს ვების ტელესკოპის კოსმოსში გაშვება ისევ გადადო. ტელესკოპს კოსმოსში 18 დეკემბრის ნაცვლად, 22 დეკემბერს გაგზავნიან.

NASA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტელესკოპი დამატებით ტესტირებას საჭიროებს. 

გასულ კვირას, ექსპერტები ტელესკოპის Ariane 5 გამშვები მანქანის ადაპტერზე დასამაგრებლად ემზადებოდნენ, რომელიც გამოიყენებოდა მანქანის რაკეტის ზედა საფეხურთან ინტეგრირებისთვის. თუმცა,  ტელესკოპს ადაპტერზე მიმაგრებული ერთ-ერთი სადგამი მყარი არ აღმოჩნდა და ვიბრაციის ტალღამ მთელ ტელესკოპში გაიარა.

ჯეიმს ვების ტელესკოპი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA), აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული  სამმართველოსა (NASA)  და კანადის კოსმოსური სააგენტოს (CSA) ერთობლივი პროექტია. 

Space-ის თანახმად, ჯეიმს ვების პირველი გაშვება 2007 წელს იყო დაგეგმილი.  წელს კი უკვე სამჯერ გადაიდო. იგი ამერიკულ ორბიტაზე მოძრავი ინფრაწითელი კოსმოსური ტელესკოპია, რომელიც  ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ჩასანაცვლებლად შეიქმნა.

სამყაროს ის ინფრაწითელ სპექტრში დააკვირდება და გამოიკვლევს კოსმოსური ისტორიის ყოველ ფაზას. ობსერვატორია დააფიქსირებს იმ პირველი თაობის გალაქტიკათა სინათლეს, რომლებიც ადრეულ სამყაროში, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიქმნენ. ამავე დროს, შეისწავლის ახლომდებარე ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს და მათი სიცოცხლისუნარიანობის შესაძლო ნიშნებს“

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system