თავში

NASA-მ კოსმოსში პირველი ტურისტული ფრენის თარიღი დაასახელა

NASA-მ კოსმოსში პირველი ტურისტული ფრენის თარიღი დაასახელა
NASA-მ კოსმოსში პირველი ტურისტული ფრენის თარიღი დაასახელა

SpaceX-ის Crew Dragon-ის კოსმოსური ხომალდის გაშვება, რომელიც ტურისტულ ეკიპაჟს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაიყვანს, 2022 წლის 28 თებერვალს არის დაგეგმილი. Report.ge-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება NASA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

NASA-მ და მისმა საერთაშორისო პარტნიორებმა დაამტკიცეს Axiom Mission 1-ის ეკიპაჟი. მათ შორის არიან ასტრონავტი მაიკლ ლოპეზ-ალეგრია, ამერიკელი უძრავი ქონების და ტექნოლოგიების მეწარმე ლარი კონორი, კანადელი ინვესტორი მარკ პატი და ყოფილი ისრაელელი გამანადგურებელი პილოტი და ბიზნესმენი ეიტან სტიბი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდაპირველი გაშვება 2022 წლის 21 თებერვალს იყო დაგეგმილი.

მისია 8 დღის განმავლობაში გაგრძელდება, გამგზავრებისა და დაბრუნებისათვის საჭირო დროის გამოკლებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system