თავში

NASA-მ მარსის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა - PHOTO

NASA-მ მარსის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა
NASA-მ მარსის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა - PHOTO

NASA-ს Perseverance-ის როვერმა დედამიწაზე მარსის ახალი ფოტოები გამოაგზავნა. ამის შესახებ გამოცემა Space იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ორი კვირის განმავლობაში მზე დედამიწასა და მარსს შორის იყო, რის გამოც NASA  Perseverance-ისგან ინფორმაციას ვერ იღებდა.

დედამიწასთან კომუნიკაციის აღდგენის შემდეგ Perseverance-მა პირველი ფოტოები გამოაგზავნა.

ამასთან, NASA-ს მარსის მისიის Perseverance-ის მიერ გასულ თვეში გადაღებული სურათები ადასტურებს, რომ მისი დაშვების ადგილას ერთ დროს ტბა და მდინარის დელტა იყო. 

შეგახსენებთ, რომ Perseverance- მა ნიადაგის ნიმუშების შეგროვება პირველად აგვისტოს დასაწყისში სცადა, მაგრამ მისია წარუმატებელი აღმოჩნდა.

მთავარი მიზანი კი მარსზე ცხოვრების კვალის ძებნაა. NASA ასევე იმედოვნებს, გაარკვიოს, აქვთ თუ არა ვულკანური წარმოშობის კლდეებს, რომლებიც მარსმავლის მარშრუტზე მუდმივად ფიქსირდება, ვულკანური წარმომავლობა. ეს პლანეტის გეოლოგიის გასარკვევად მნიშვნელოვანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system