თავში

NASA-ს ინჟინრებმა სამედიცინო ვენტილატორი მხოლოდ ერთ თვეში შეიმუშავეს

NASA-ს ინჟინრებმა სამედიცინო ვენტილატორი მხოლოდ ერთ თვეში შეიმუშავეს
NASA-ს ინჟინრებმა სამედიცინო ვენტილატორი მხოლოდ ერთ თვეში შეიმუშავეს

დევიდ ვან ბიურენი ნასას ინჟინერია, რომელიც სამსახურში დროს ძირითადად იმ ინსტრუმენტებისა და ტელესკოპების აწყობას უთმობდა, რომელიც მზის სისტემაში ახალი სამყაროს აღმოსაჩენად გამოიყენება, მაგრამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ის და მისი კოლეგების გუნდი სრულიად განსხვავებულ პროექტზე - ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მუშაობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ დევიდ ვან ბიურენს სამედიცინო ინჟინერიაში გარკვეული გამოცდილება ჰქონდა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არასდროს უმუშავია. თუმცა ისიც და მისი გუნდიც ნასას პროექტების ფარგლებში მიჩვეულნი არიან ისეთ ტექნოლოგიებზე მუშაობას, რომელზეც გამოცდილება არ აქვთ, არა მხოლოდ მათ, არამედ არავის.

„როდესაც მეცნიერი მოდის და გეუბნება, რომ მას უნდა იუპიტერის თანამგზავრზე ყინულის გაბურღვა და მისი წიაღის შემოწმება უნდა, ყველამ ვიცით რომ ამ საკითხზე არასდროს არავის უმუშავია, ამიტომ ვიკრიბებით და ვცდილობთ აღმოვაჩინოთ განხორციელების გზები“, - აღნიშნა ბიურენმა. სწორედ ასეთი მიდგომით დევიდმა და მისმა ჯგუფმა 37 დღიანი მუშაობის შემდეგ შექმნეს აპარატი, რომელსაც VITAL უწოდეს. იგი საკმაოდ მძლავრი ხელოვნური სუნთქვის აპარატია, რომელიც ვინტილატორებისა და ჰაერის სატუმბის საშუალებით საავადმყოფოებში,  განსაკუთრებით კორონავირუსით დაავადებულ მძიმე პაციენტებს დაეხმარება სიცოცხლის შენარჩუნებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system